საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ანა ფირცხალაშვილი, მონაწილეობდა ბელგრადში გამართულ კონფერენციაში “European Integration and Western Balkans Stability” .
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ევროკავშირის როლი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ენერგეტიკული, კლიმატური და სამართლებრივი საკითხები დასავლეთ ბალკანეთში. კონფერენცია მოიცავდა თემატურ პანელებსა და ინტერაქტიულ დისკუსიას, რომელმაც ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებას, ახალ ინიციატივებს და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.
კონფერენცია DAAD-ის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა DAAD იურისტ-ალუმნი ქსელის გაძლიერებასა და გაფართოვებას, რომლის აქტიური წევრიც არის ანა ფირცხალაშვილი.