სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში შვეიცარიული Curaden Academy-სთან თანამშრომლობით, რომელიც ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ოფიციალური პარტნიორია, სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს iTOP მეთოდის გამოყენებით პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება.
აღნიშნული პროგრამით, სტუდენტები სწავლობენ აუცილებელ რუტინულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა სტომატოლოგიური ჰიგიენური ინსტრუმენტების გამოყენებით. საქართველოს უნივერსიტეტი მოხარულია Curaden Academy-სთან თანამშრომლობით და მადლიერებას გამოხატავს სტუდენტებისთვის ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის მიწოდებისთვის.