ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


5 June 2025
საქართველოს უნივერსიტეტში ევროპული ღია კარის დღე გაიმართა

 

საქართველოს უნივერსიტეტში თემატური ღია კარის დღეების სერია დაიწყო, სადაც აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სრულიად განსხვავებული და საინტერესო გარემო დახვდათ.

3 ივნისს, პირველი თემატური შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „საქართველოს ევროპული უნივერსიტეტი“. ევროპულ ღია კარის დღეზე, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებისგან დამწრეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სტუდენტური გამოცდილების შესახებ. განიხილეს ყველა ის დეტალი, რაც მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამით სარგებლობისთვის:

  • რომელ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს UG;
  • რომელი კურსიდან შეუძლიათ გაცვლითი პროგრამით სარგებლობა;
  • რა კრიტერიუმებით ხდება სტუდენტების შერჩევა;
  • დაფინანსების რა წყაროები არსებობს გაცვლითი პროგრამებისთვის;
  • როგორ უნდა შეავსონ განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია და სხვ. 

ღია კარის დღეზე UG - ის სტუდენტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამებში, აბიტურიენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება საერთაშორისო აკადემიურ გარემოს, სტუდენტური ცხოვრების, კონკრეტული ქვეყნის კულტურისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი