ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


11 January 2021
Flea Market 2021 იწყება

ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი Online Flea Market 2021-ს გთავაზობთ და იწყებს რეგისტრაციის პირველ ეტაპს! რეგისტრაციის პირველი ეტაპი გულისხმობს Flea Market-ში მონაწილეობის განაცხადის შევსებას. ზემოაღნიშნული წარმოადგენს Flea Market-ში მონაწილეობის მსურველთა ბლანკს, სადაც მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია და ნივთების განთავსება შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. მას შემდეგ, რაც დასრულდება მონაწილეთა რეგისტრაცია, შეიქმნება სპეციალური ფორმა, სადაც უკვე პროდუქციის შეძენის მსურველები შეძლებენ მოთხოვნის დაფიქსირებას. თითოეულ მონაწილეს, მის პროდუქციაზე გამოხატული მოთხოვნის შესაბამისად, გადაეგზავნება ნივთის შეძენის მსურველის საკომუნიკაციო მონაცემები. სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ფუნქცია მთელს ამ პროცესში გახლავთ საინტერესო ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების შემქმნელებისა და მათი შეძენის მსურველების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ დაკავშირების პროცესისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური სამსახურის შესრულება. აქვე, გთხოვთ გქონდეთ მუდმივი წვდომა თქვენს მიერ მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე. ნებისმიერი სახის ინფორმაციას სწორედ ამ არხების საშუალებით მიიღებთ. მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ განათავსოთ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ხელნაკეთი ნივთი. გთხოვთ, აუცილებლად ატვირთოთ ნივთის ფოტო (მხოლოდ 1) და მიუთითოთ ნივთის ფასი. გახსოვდეთ, რომელიმე სარეგისტრაციო მონაცემის არასრულად ან/და არასწორად შევსების შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას Flea Market-ში. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1cAW2AGFZcm_Xf3mQEKf9hWIP2uCY5AKyhoZaasQAU0I/edit აქვე გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო,რეგისტრაციის ბმულის გახსნისას გთხოვთ ავტორიზებული იყოთ Google ანგარიშზე. რეგისტრაცია დასრულდება 14 იანვარს, 18:00 საათზე. თავად Flea Market კი გაიმართება 18-22 იანვარს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი