ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


18 September 2026

ჯორჯ ვაშინგოტინის უნივეერსიტეტის, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა - საქართველოს უნივერსიტეტში

 

საქართველოს უნივერსიტეტსა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც, უკვე მეორედ, საქართველოს უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაცია:

  • Dr. Sevinj Mammadova - Associate Provost, Global Academic Partnerships
  • Dr. Lionel Howard - Dean, Graduate School of Education and Human Development (GSEHD)
  • Dr. Jason Zara - Academic Dean, School of Engineering and Applied Science (SEAS)

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საკითხები და განსაზღვრეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განათლების მიმართულებით მსგავსი ტიპის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა საქართველოში პირველად, სწორედ საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელდება. ეს იქნებამნიშვნელოვანი პრეცედენტი ქართული უმაღლესი განათლებისთვის და კიდევ ერთი ნაბიჯი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საქართველოს უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებისკენ.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლის ერთ წელს საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაატარებენ და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ ორ დიპლომს. 

საქართველოს უნივერსიტეტისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ პირველია საგანმანათლებლო ბაზარზე რომელიც ასეთ შესაძლებლობას ქმნის, სტუდენტები გახდნენ ორი უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ნაწილი.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი