ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


30 July 2019
2019 წლის გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა 2019 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიალს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს განუყოფელ რეგიონს აფხაზეთს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.   გარდა ოფიციალური ნაწილისა, საღამო გამოირჩეოდა საპატიო სტუმრებით, სასიამოვნო მუსიკალური ნომრებით და დასამახსოვრებელი მომენტებით.

2019 წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ფინალისტმა ბ-ნ ლადო აფხაზავამ მიმართა.

ასევე საქართველოს უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ქართველ მუსიკოსს და კინომსახიობს ბ-ნ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კურსდამთავრებულებს საჩუქარი გაუკეთა და მათ წინაშე მუსიკალური ნომრით წარსდგა.

საღამო გამორჩეული იყო იმითაც, რომ გამოვლინდა სამი ყველაზე მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტი და მათ გადაეცათ 2 დღიანი ტური კახეთში.

აღსანიშნავია, ის რომ თანხის გარკვეული ნაწილი, რომელიც სტუდენტებმა მანტიების ქირაობაში და ყიდვაში დახარჯეს გადაეცა სამი შვილის დედას ვერიკო გოგიძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის. 

საღამო ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.
ფოტოების გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს:  http://bit.ly/2M73e5v






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი