საქართველოს უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ, რომ სამართლის სკოლის დირექტორი ანა ხურციძე არჩეულ იქნა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Law Schools – IALS) მმართველი საბჭოს წევრად.
IALS მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოს მასშტაბით სამართლის სკოლების განვითარების მხარდაჭერაში, იურიდიული განათლების გაძლიერებაში და იურიდიული პროფესიის განვითარებაში.
აღნიშნული პოზიციის ფარგლებში, ანა ხურციძე შეეცდება საქართველოს გამოცდილებისა და ხედვების შეტანას IALS-ის საერთაშორისო საქმიანობაში და აქტიურ მონაწილეობას იურიდიული განათლების განვითარების პროცესში.