ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


16 June 2025
კონფერენცია სახელწოდებით - ევროპა არის...? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!

 

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) ორგანიზებით, 12-13 ივნისს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია სახელწოდებით „ევროპა არის...? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“ განიხილავდა ევროპულ იდეას, მის მომავალსა და მასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკიმ გახსნეს.

„ევროპის წინაშე დგას ამოცანა, რომ მან ხელახლა განსაზღვროს საკუთარი როლი - გლობალურად და რეგიონალურად, შესაბამისად ამას ეძღვნება ეს კონფერენცია, ბევრი საერთაშორისო სტუმარია ჩამოსული, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ახალი არქიტექტურა, რა როლი აქვს საქართველოს. ჩვენ არ განვიხილავთ საქართველოს როგორც ქვეყანას , რომელიც მხოლოდ ბენეფიციარი იქნება დასავლეთ ცივილიზაციის, ჩვენ მიგვანჩნია, რომ საქართველო ყოველთვის იყო და არის დასავლური ცივილიზაციის თანაშემომქმედი, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“, - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია.

„როგორც ვიცით დღევანელი სამყარო სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ევროპას კი სჭირდება ცვლილებები და ადაპტირება, ამ დებატებში კი - საქართველოს ხმა მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინკსი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული საერთაშორისო სტუმრები, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია ეროვნული, რეგიონული და გლობალური დინამიკის მამოძრავებელი ძირითადი მოვლენებისა და საკითხების წარმოჩენა. კონფერენციის ძირითად პანელებზე განხილული და გააანალიზებული იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცვლილების ფონზე ევროპის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ავტონომიისკენ სწრაფვა; ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები აღმოსავლეთ ევროპაში; თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში; დემოკრატიის ეროზია, ავტოკრატიული რეჟიმების განმტკიცება, წინააღმდეგობის სტრატეგიები და ინსტიტუციური მედეგობა.

„ევროპული უსაფრთხოება ახლა გზაჯვარედინზე დგას, რადგნა ტრასანტლანტიკური ურთიოერთობები სწრაფ ევოლუციას განიცდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეს გულისხმობს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა საქართველო და მოლოდვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია. უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ, რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არა აქვს, თუ ევროპული ქვეყნები მართლაც სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნით, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. საქართველოსთვის კი, როგორც პატარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი.“

- კინგსის კოლეჯის პროფესორი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკ კლარკი.

 

გარდა ამისა, დისკუსია ეხებოდა საქართველოში პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიული სტრუქტურების როლს თანამედროვე გამოწვევებთან.  






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი