კინოჩვენება: „დაკარგული ქალაქი“
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კინომოყვარულთა კიდევ ერთი საინტერესო საღამო მოეწყო — გაიმართა თავგადასავლებითა და იუმორით სავსე ფილმის, „დაკარგული ქალაქის“ (The Lost City) ჩვენება.
ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მყუდრო და მეგობრულ გარემოში ეთვალთვალათ პერსონაჟების სახიფათო თუ კომიკური თავგადასავლებისთვის, განტვირთულიყვნენ ყოველდღიური სასწავლო რეჟიმისგან და საღამო თანაკურსელებთან ერთად სასიამოვნოდ გაეტარებინათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 15 ნოემბერი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.