კინოჩვენება: „მაკულატურა“ (Pulp Fiction)
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში კინომოყვარულებისთვის განსაკუთრებული საღამო მოეწყო — ჩატარდა საკულტო ფილმის, „მაკულატურას“ კინოჩვენება.
მხოლოდ ფილმის ყურებით საღამო არ დასრულებულა: ჩვენებამდე და მის შემდეგ სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახალისო თამაში და აქტივობა გაიმართა, სადაც მონაწილეებს განტვირთვისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებამ ძალიან მხიარულ, მეგობრულ და ენერგიულ ატმოსფეროში ჩაიარა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 19 მაისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.