ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 April 2020
ლიტერატურული კონკურსი: "ფოლიო"

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს წიგნის  დღისადმი მიძღვნილ მორიგ ლიტერატურულ კონკურსს- "ფოლიოს".

საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას.  ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.

მიმდინარე მოვლენებმა ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენა. ჩვენ  ცხოვრების სწრაფ ტემპს მოვწყდით და იზოლაციის რეჟიმში გადავინაცვლეთ.

თუმცა გადაადგილების შეზღუდვა ფიქრის შეწყვეტას არ ნიშნავს. ახლა მოდუნების დრო ნამდვილად არ არის, პირიქით დღეს გვაქვს მეტი დრო დაკვირვებისთვის, აღმოჩენებისთვის  თვითშემეცნებისთვის და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფურცელზე მხატვრულად გადმოტანა; გადმოეცი შენი განცდები და ფიქრები! - ეს ხომ საუკეთესო საშუალებაა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტმა ფოლიოს მთავარ თემად აირჩია: „პანდემია-მსოფლიო იზოლაციაში.“

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მხოლოდ პროზაული ნაწარმოები.

წლევანდელი ფოლიოს ჟიურის თავმჯდომარე: დავით დეფი- მწერალი და პოეტი.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
  • ნაშრომი წარმოდგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან  3 გვერდამდე; 
  • თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა

ბ) შემოქმედებითობა

გ) ლაკონიურობა

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 30 აპირლამდე ბმულზე: https://ug.edu.ge/public/testfolio

გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო - 500 ლარი.

ასევე, პრიზები გადაეცემათ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც.

კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის  სერტიფიკატს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი