სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში მასშტაბური და შემეცნებითი პროექტი — „ევროკავშირის მოდელირება“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოერგოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგატებისა და პოლიტიკური ლიდერების როლები, ჩართულიყვნენ დებატებში, განეხილათ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები და მიეღოთ მონაწილეობა რეზოლუციების შემუშავების პროცესში. პროექტმა ხელი შეუწყო მონაწილეებში დიპლომატიური, ანალიტიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 13 აპრილი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი