ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


7 September 2026

საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ახალი აღმოჩენები

 

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ემსახურება. ყოველი გათხრილი ფენა, აღმოჩენილი ნივთი და მოპოვებული ახალი მტკიცებულება საქართველოს ისტორიის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ექსპედიციის საქმიანობას განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობა აქვს - ის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მოკვლევას, დოკუმენტირებასა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ექსპედიციის წლევანდელი გათხრების შედეგად გამოვლენილი მეგალითები მატერიალურად ადასტურებს, რომ სამშვილდის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა მძლავრი თავდაცვითი ნაგებობა. სხვადასხვა უბანზე შესწავლილი სამარხები ქალაქის მოსახლეობის განსხვავებულ აღმსარებლობაზე, რწმენებსა და ტრადიციებზე მიუთითებს და სამშვილდის მრავალფეროვან საზოგადოებრივ და კულტურულ გარემოს წარმოაჩენს. ნატიფი და მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული ობსიდიანის ისრის პირები კი სამშვილდის ადრეულ ფენებს ბედენურ კულტურასთან აახლოებს და ამ ფენების ქრონოლოგიას ათასწლეულების სიღრმეში სწევს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი