ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


27 April 2026

პროექტის, ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია ახალი გამოცემა, შუშანიკის წამება

 

24 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის გამოცემა უკავშირდება პროექტს „ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია„ რომლის ფარგლებშიც გამოიცა ახალი, კომპლექსური გამოცემა შუშანიკის წამება. 

პრეზენტაციაზე ქართველოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა და გამოცემის ავტორებმა: მანანა სანაძე, ნანა მრევლიშვილი, სოფიო გულიაშვილი, თინათინ ჯიქურაშვილი, ლალი ვაშაყმაძე, რატი სტურუა, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე, ბეჟან ხორავა, ალექსანდრე ჭულუხაძე, საზოგადოებას მრავალწლიანი მუშაობის შედეგები გააცნეს, რაც თავის მხრივ ამ ისტორიული ძეგლის და პირველი ჰაგიოგრაფიული ნამუშევრის სრულყოფილ გამოცემას ერთვოდა. 

როგორც წიგნის პრეზენტაციისას აღინიშნა, ზოგადად ქართველოლოგიის ცენტრის დაარსება, საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ამის ნათელი მაგალითი ამ გამოცემის შექმნაა. „საქართველოს უნივერსიტეტში, შუშანიკის წამების ახალი, კომპლექსური გამოცემა აერთიანებს თანამედროვე კვლევით მიდგომებსა და ინტერდისციპლინურს ხედვას, ნამუშევარს თან ახლავს სამეცნიერო წერილები, საძიებო სისტემა, განახლებული წყაროების კომპლექსური განმარტებანი, ის ერთგვარად „პირველი მერცხალია“ პროექტის ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია - ფარგლებში“ თინათინ ღუდუშაური (თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის კულტურის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი )

გამოცემა 21-ე საუკუნის სტანდარტებზეა მორგებული და ერთ სივრცეში აერთიანებს ტექსტის ოთხივე ვერსიას, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, შეადაროს ხელნაწერები და დაანახოს, როგორ იცვლებოდა ტექსტის ინტერპრეტაცია სხვადასხვა პერიოდში. ნაშრომში გამოყენებულია აქამდე უცნობი ხელნაწერების ფოტომასალა, ხოლო მეორე ტომი მეტაფრაზული რედაქციების კვლევას ეთმობა. 

პირველ ტომში დართული რუკა კი ტექსტში მოხსენიებული გეოგრაფიული სივრცის ვიზუალურად აღქმას ამარტივებს. გამოშვება წარმოადგენს ჰაგიოგრაფიული ძეგლის  შუშანიკის წამების კომპლექსურ კვლევას. ნაშრომი ოთხი წიგნისგან შედგება და აერთიანებს: ქსინაქსარულ ნამუშევრებს, ხელნაწერებს, ეპიტაფიებსა და სხვა მნიშვნელოვან მასალას. შუშანიკის წამება მიჩნეულია ერთ-ერთ პირველ ჰაგიოგრაფიულ ძეგლად, რომელმაც ჩამოაყალიბა წერის მეთოდიკა და შექმნა მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო ქართულ მწერლობაში.

შუშანიკის წამება უძველესი ქართული ისტორიულ-ეთნიკური ნამუშევარია, რომლის მეცნიერული დამუშავება საქართველოს ისტორიის განგრძობითი კვლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორც ნანა მრევლიშვილი (თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) გვიზიარებს, „ეს ძეგლი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ ჰაგიოგრაფიულ ნამუშევრად, რომელმაც ჩამოაყალიბა წერის მეთოდიკა და შექმნა მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები არსებობდა, სწორედ ამ ძეგლმა განსაზღვრა ჟანრის განვითარება ქართულ მწერლობაში.“  

თამაზ ბერაძის ინსტიტუტის მკვლევარების მიერ შექმნილი მრავალტომეული ნაშრომები წარმოადგენს  „შუშანიკის წამების“ ტექსტოლოგიური, რედაქციული და სამეცნიერო კვლევის შედეგს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი