NEW YEAR PARTY
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წლის ყველაზე მასშტაბური და ენერგიული წინასაახალწლო ღონისძიება — NEW YEAR PARTY გაიმართა.
ღონისძიებას კლუბმა „მუზეუმმა“ უმასპინძლა, სადაც სპეციალურად მოწყობილ 2 სtage-ზე განსხვავებული მუსიკალური ჟანრის DJ-ები მონაცვლეობდნენ და მთელი ღამის განმავლობაში დაუვიწყარ განწყობას ქმნიდნენ. საღამო დატვირთული იყო შთამბეჭდავი შოუ-პროგრამით, საახალწლო სიურპრიზებითა და ენერგიული რიტმებით, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, გასული სასწავლო წელი განსაკუთრებულ, მეგობრულ და დღესასწაულებრივ ატმოსფეროში გაეცილებინათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 23 დეკემბერი.
ადგილი: კლუბი „მუზეუმი“.