ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 May 2025
ტრენინგების სერია - ზუგდიდსა და ქუთაისში

 

22 - 23 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, ტრენინგების სერიის ფარგლებში , ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისს ეწვია. 

ტრენინგები ჩატარდა თემებზე: როგორ დავძლიოთ საგამოცდო შიში და როგორც შევარჩიოთ პროფესია სწორად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ფსიქოლოგიის პროგრამის მიმართულებით, ნანა ბურდულმა  და ელიზავეტა სოლოღაშვილმა კონკრეტულ ქეისებზე დაფუძნებული ვორქშოფი მიუძღვნეს. აბიტურიენტებისთვის ტრენინგების შინაარსი - თავისთავად შემეცნებითი და სახალისო იყო, რადგან ის მოიცავდა აქტიურ სამუშაო ჩართულობას, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ფორმატში,  რომელსაც ქალბატონი ნანა და ქალბატონი ელიზავეტა უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, პრეზენტაციის ფორმატში გააჟღერეს 2025 წლის ფინანსური და აკადემიური სიახლეები. აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან თემებზე: გაცვლითი პროგრამები, მეტი გრანტი, შეთავაზება ოქროსმედალოსნებისთვის და პროგრამებში პრაქტიკული სწავლება - თემების ირგვლივ, დეტალური ინფორმაცია გასცეს საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა. 

ქალაქ ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, დროებით ოკუპირებულ ტრიტორიებზე მცხოვრები მე - 12 კლასელებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორის, რამოდენიმე აბიტურიენტი აქტიურად ესწრება უნივერსიტეტის, რეგიონალურ ოფისში, ზუგდიდში,  გამართულ სხვა, შემეცნებით პროექტებს.  

საქართველოს უნივერსიტეტისგან, ტრენინგის მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი