ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


21 April 2026

ოსამუ ოკამურას საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტში

 

21 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისათვის, საჯარო ლექცია ჩაატარა ცნობილმა არქიტექტორმა და პედაგოგმა ოსამუ ოკამურა (Osamu Okamura), რომელიც მუშაობს ქალაქების სიცოცხლისუნარიანობისა და ურბანული სივრცეების ინტერპრეტაციის მიმართულებით.  ბატონი ოკამურა, ამჟამად არის Czech Centre Tbilisi-ის დირექტორი (2025-დან). 

იგი, სხვადასხვა წლებში იკავებდა მნიშვნელოვან აკადემიურ და პროფესიულ პოზიციებს, მათ შორის:

  • ტოკიოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
  • ლიბერეცის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი;
  • პრაღის ურბანიზმისა და საჯარო სივრცეების განვითარების კომიტეტების წევრი და თავმჯდომარე;

ასევე, იგი არის საერთაშორისო ფესტივალებისა და პროექტების კურატორი, არქიტექტურული ჟურნალ ERA21-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი და ევროპული არქიტექტურის პრესტიჟული პრემიის (Mies van der Rohe Award) ნომინატორი.

მისი წიგნი „City for Everyone: A Manual of Urbanism for Beginners“ დაჯილდოებულია საერთაშორისო არქიტექტურული პრემიებით.

შეხვედრაზე, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებმა პირადად გაიზიარეს ოსამუ ოკამურას პრაქტიკული გამოცდილებები. საჯარო ლექცია დაეთმო ქალაქის ურბანული განვითარების შესაძლებლობებსა და საჭირო კომპონენტების გათვალისწინებას, საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტაციის სახით გაცნობოდნენ პროექტების განხორციელების ეტაპებს, ურბანული გადატვირთვის თვალსაზრისით. 

დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა კონკრეტული ქალაქების მაგალითზე ( ბათუმი, თბილისი, ქუთაისი ) განავრცეს ურბანული განვითარების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რაც პირდაპირ ბმაშია არქიტექტურულ განვითარებასთან. 

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს ჩემო მოწვევისათვის და სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობის გაზიარებისათვის. დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან დეტალურად განვიხილავთ ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობას, ჩემი გამოცდილებების გაზიარებით, მსურს მომავალი არქიტექტორები დავარწმუნო, რომ პროფესიული წარმატება დამოკიდებულია სწორად შერჩეულ სივრცესთან და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, როგორ დავიცვათ საზღვრები ბუნებრივ გარემოსთან." ოსამუ ოკამურა

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი