2025 წლის 8-12 დეკემბერს, სამართლის სკოლის დირექტორი ანა ხურციძე და პროფესორი ანა ფირცხალაშვილი მონაწილეობდნენ GIZ-ის რეგიონალური პროექტის Public Administration Reform in the Eastern Partnership-ის ეთიკური ლიდერობის ინიციატივის პროექტში, რომელიც ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საჯარო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს ტრენინგების რამდენიმე ციკლს და მყარი აკადემიური ნეთვორქის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ეთიკური ლიდერობის სწავლების განმტკიცებას.