2023 წლის, 1 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები.
მოწვეულმა სპიკერებმა, ნათია ფანჯიკიძემ და ანტონ ფეიქრიშვილმა სტუდენტებთან ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას ფასილიტაციას ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია უწევდა. დისკუსია სტუდენტებთან კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.