საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის და "BGI Legal"-ის მიერ ორგანიზებულ გამოჩენილი ამერიკელი იურისტისა და საერთაშორისო სამართლის მეცნიერის, პროფესორ ჯორჯ ბერმანის საჯარო ლექციას.
ჯორჯ ბერმანი გახლავთ კოლუმბიის სამართლის სკოლის საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის ცენტრის დირექტორი და გამოცდილი საერთაშორისო არბიტრი როგორც კომერციული, ასევე, საინვესტიციო არბიტრაჟის მიმართულებით. იგი 1980 წლიდან ეწევა რეგულარულ საარბიტრაჟო საქმიანობას წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო დაწესებულებებისათვის.