4-5 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საინაუგურაციო საერთაშორისო კონფერენცია - "Emerging Frontiers in EU Law: Adapting to a Changing Global Landscape."
საერთაშორისო სამართლებრივი კონფერენციათა სერია (ILCS) მიზნად ისახავს სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების სიღრმისეულ განხილვასა და საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
კონფერენციამ მონაწილეებს შესთავაზა უნიკალური შესაძლებლობა, გაცნობოდნენ უახლეს კვლევებს, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან.