სიახლეები
9 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარატმენტის ასოცირებულმა პროფესორმა და საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის თამანშრომელმა ტრისტან მაჭარაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მედიცინა შუა საუკუნეების საქართველოში“.
ლექციას დაესწრნენ ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა ინტერაქციულ ფორმატში განიხილეს ისტორიული წყაროები საქართველოს შუა საუკუნეების ეპოქიდან, ასევე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ის მატერიალური არტე ფაქტები, რომელთა საშუალებითაც ტარდებოდა სამედიცინო მანიპულაციები.