სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა და EPAM Systems-მა ერთობლივი პროგრამა დაიწყეს
თანამშრომლობა დაიწყო 2022 წლის ივნისში და მისი მთავარი მიზანია სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება დარგის ექსპერტების ჩართვით, მათი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ამოცანების განსაზღვრითა და მათი გადაჭრის ზედამხედველობით.
School of Cloud & DevOps ონლაინ სესიები დაიწყო 15 მარტს. ეს არის პირველი ერთობლივი ინიციატივაა და მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ უნარებს. 6 თვიანი პროგრამის დასრულებისას:
• სტუდენტი მიიღებს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას;
• სტუდენტი მიიღებს შესანიშნავ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას;
• სტუდენტი ისწავლის როგორც დარგის პროფესიონალებისგან, ასევე აკადემიური მასწავლებლებისგან
• სტუდენტი მიიღებს ორმაგ სერთიფიკატს EPAM Systems-ისა და საქართველოს უნივერსიტეტისგან
მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ შედგა EPAM Systems დებიუტი NYSE-ზე, იგი აღიარებულია ლიდერად ციფრულ ტრანსფორმაციაში ბაზრის ძირითადი ლისტინგების, ანალიტიკოსების მოხსენებებისა და ბიზნეს მედიის მიერ. ის ასევე სახელდება IT სერვისების საუკეთესო კომპანიად Fortune 100-ის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან შეყვანილია S&P 500-ში და Forbes’ Global 2000 სიაში.