ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


21 April 2023
საქართველოს უნივერსიტეტმა ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ბატონ ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა

21 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტმა ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ბატონ ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ელჩმა  წაიკითხა ლექცია ლიტვისა და საქართველოს შორის ურთიერთობების, მეგობრობისა და სამომავლო მიზნების შესახებ.  

ელჩმა კალინდრამ ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი კავშირის მნიშვნელობას, განსაკუთრებით - განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მან აგრეთვე დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი ხედვები ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და ამასთან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.

 

ლექციის შემდეგ, ბატონ ანდრიუს კალინდრას ჰქონდა ტური და შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას. შეხვედრის დროს მათ განიხილეს ლიეტუვასა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო სფეროები, მათ შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და ქვეყნებთან პარტნიორობას.

ელჩი კალინდრას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ლიეტუვასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის კავშირების გაღრმავებისკენ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი