სიახლეები
12 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირეული დაიწყო. ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირეული (European Public Health Week, EUPHW) ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) მიერ.
ის მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.
2025 წლის EUPHW იმართება 12–16 მაისს, კვირეულის მთავარი თემაა „ინოვაცია მდგრადობისთვის“, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ადაპტაციას და განვითარებას თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.
2025 წლის EUPHW-ის ყოველდღიური თემები:
საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციას (EUPHA), რომელიც დაფუძნდა 1992 წელს და აერთიანებს 47 ქვეყნის 82 წარმომადგენელს. უნივერსიტეტი 2019 წლიდან ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს EUPHA კვირეულის აღნიშვნაში. მისი ორგანიზებით გამართა სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო და საპრომოციო ღონისძიებები, ფიზიკური აქტივობის დღეები და გარემოს დაცვის აქტივობები.
კვირეულის მიმდინარეობისას ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია, ფოგარტის უნივერსიტეტის სტუდენტების და მათი ხელმძღვანელების ონლაინ მოხსენება, დისკუსია ჯანმრთელ დაბერებაზე და წითელი ჯვრის დაკვეთით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.