სიახლეები
11 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში, სინდისის პატიმრის , ლუკა ჯაბუას მხარდასაჭერი, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა, შემოსული თანხა სრულად გადაეცა ოჯახს.
საქართველოს უნივერისტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი, ლუკა ჯაბუა 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.
მის მხარდასაჭერად მუსიკალურმა ბენდებმა " გამოუვალი მდგომარეობა" და "ნუ მიეყრდნობით" შეასრულეს კომპოზიციები. საქველმოქმედო კონცერტზე ხუთასამდე ბილეთი გაიყიდა, საიდანაც შემოსული თანხა, 4878 ლარი კონცერტის ორგანიზატორმა სტუდენტებმა ლუკას დედას გადასცეს.
საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობისას, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ ლუკა ჯაბუას წერილი წაიკითხა, რომელშიც პატიმრობაში მყოფი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს და ამხნევებს.