Secret Santa 2026 — საახალწლო განწყობა საქართველოს უნივერსიტეტში!
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე ჯადოსნური, თბილი და საჩუქრებით სავსე ტრადიცია — Secret Santa 2026 იწყება!
დამდეგი შობა-ახალი წლის აღსანიშნავად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ საახალწლო თამაშში, გაუზიარონ სითბო და სიხარული უცნობ თუ ნაცნობ თანაკურსელებს და გახდნენ სხვისი საახალწლო განწყობის შექმნის მიზეზი. დარეგისტრირდით, გახდით „საიდუმლო სანტა“ და მოემზადეთ სიურპრიზების გაცვლისთვის!
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 1 დეკემბერი
ორგანიზატორი: სტუდენტურ საქმეთა ცენტრი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი