ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


1 February 2017
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სკოლებში საჯარო ლექციებს ჩაატარებს

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისა და უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების კუთხით ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს: ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, ვორქშოფებსა თუ სასკოლო ოლიმპიადებს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა მიზნად ისახავს მოახდინოს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება მათ მიერ შერჩეულ პროფესიებზე ან დაეხმაროს აბიტურიენტებს პროფესიის არჩევაში. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა მკაფიოდ გაიაზრონ მომავალი პროფესიის სტანდარტები, გამოწვევები და პერსპექტივები;  გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აირჩიონ მომავალი პროფესია. 

პროექტში ჩართული არიან საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები შესაბამისი პროფილით. 

პროექტი  განკუთვნილია თბილისის საშუალო თუ კერძო სკოლებისთვის და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სკოლას, რომელსაც ჰყავს 10-ზე მეტი მე-12 კლასელი.

რეგისტრაციის ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/17YtV5Z3-aENMpZULUquAlWIdjbiPYgtLkcoz4oLAEOU/edit






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი