ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


16 February 2022
სტუდენტთა მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადზე აპლიკაციების მიღება დაიწყო

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც აშშ- მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია EPAG -თან ერთობლივმენტორობის პროგრამადაიწყო.

"მენტორობის პროგრამის" პირველი ნაკადის სტუდენტებისა და მენტორების მუშაობის პროცესი მე-3 თვეა მიმდინარეობს, რომელიც თებერვალში დასრულდება მე-2 ნაკადზე აპლიკაციების მიღება კი უკვე დაიწყო .

„მენტორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ EPAG-ის წევრები, რომლებმაც განათლება წამყვან, ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღეს და დღესდღეობით, საკუთარ პროფესიაში წარმატებულად საქმიანობენ. პროგრამის მიზანია, სტუდენტების ხელშეწყობა პროფესიის მიმართ სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავებაში და მომავალი კარიერისთვის უკეთ მომზადებაში.

„მენტორობის პროგრამა“ გათვლილია მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სხვადასხვა სასწავლო მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომლის შერჩევა მოხდება სტუდენტის და მენტორის პროფესიონალური ინტერესების გათვალისწინებით. მენტორები იქნებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

„მენტორობის პროგრამაში“ მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

• გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი და როგორია ყოველდღიური საქმიანობა არჩეულ პროფესიაში;

• მიიღონ რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები;

• გაიგონ თუ რა უნარების განვითარებაა საჭირო მათი კარიერული წინსვლისთვის;

• მიიღონ ინფორმაცია სასარგბელო კლასგარეშე ლიტერატურის შესახებ;

• გამოიმუშაონ და გაიუმჯობესონ პიროვნული უნარ-ჩვევები;

• ჩამოაყალიბონ და გააფართოვონ პროფესიული კონტაქტების წრე;

• სწორად მოამზადონ/შეადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გასაუბრებისთვის.

გთხოვთ, მონაწილეობისთვის გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:  https://forms.gle/yvLAgA2MDPAEb2nJA

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 25 თებერვლის ჩათვლით.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი