ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 February 2020
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური საბჭო დაარსდა

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს უპრეცენდენტო შესაძლებლობას აძლევს და მათ სტუდენტურ საბჭოში გაწევრიანებას სთავაზობს. აღნიშნული საბჭო სტუდენტებს აძლევს შანსს, პირდაპირ ჩაერთონ უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიღებაში.  უშუალოდ  ჩაერთონ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

საბჭო, 10 არამუდმივი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული  და სტუდენტურ საქმეთა ცენტრს, სტუდენტების სახელით,  რჩევებს გაუზიარებს და სხვადასხვა  ინიციატივებს გააცნობს.  ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სემესტრის სამოქმედო გეგმაზე მუშაობასაც.

წევრები როტაციის პრინციპით შეირჩევიან და სემესტრულად განახლდებიან.

საბჭოს წევრობისთვის აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საქართველოს უნივერსიტეტის  აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • მინიმალური GPA- 2.5.

სასურველია ინგლისური ენის გამართული ცოდნა.

საბჭოს წევრობის მსურველებმა სტუდენტურ საქმეთა ცენტრს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზუმე;
  • ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტაცია 17 მარტამდე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sac@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს საინტერესო ინიციატივები იყოს დაკმაყოფილებული და სტუდენტური ცხოვრება იყოს საუკეთესო.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი