ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


16 March 2020
სტუდენტურ სიმულაცია - გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთა მიღება

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში (სახელწოდებით „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში, დეტალები იხილეთ www.ugsp.edu.ge) დაგეგმილი სამხედრო-პოლიტიკურ სიმულაციაში (Crisis simulation and War-gaming) მონაწილეობის მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო სწავლების მე-3 და მე-4 კურსელებს და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სიმულაციის ფარგლებში მოხდება საქართველოსთვის რელევანტური და რეალობასთან ახლოს მდგომი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის სცენარის გათამაშება, რომლის ორგანიზება, წარმართვა და კრიზისში მონაწილე მხარეების როლის შესრულება სრულიად იქნება უზრუნველყოფილი სიმულაციისთვის შერჩეული სტუდენტების მიერ. სიმულაციის ფარგლებში დადგენილი ჯგუფების წევრებს მიეწოდებათ წინასწარ განსაზღვრული სცენარი, სცენარით განსაზღვრული როლების შესრულებისთვის სრულყოფილი საინფორმაციო პაკეტი და კრიზის გათამაშების წესები. შესაბამისად, სიმულაციისთვის შერჩეული სტუდენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიწოდებული საინფორმაციო პაკეტების წინასწარი და სრული ათვისება და უშუალოდ სიმულაციის სცენარის გათამაშების დროს რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოვებული ნაბიჯების გადადგმა. სცენარის გათამაშების შედეგის შეჯამება და განხილვა მოხდება კონფერენციის ბოლო პანელის დასასრულს. კრიზისის სცენარის გათამაშების დროს მონაწილეებს ეძლევათ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების პროცესის მომზადება, მასში უშუალო მონაწილეობა და მთელი რიგი მოლაპარაკებების წარმართვა. გარდა ამისა, სტუდენტებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა პარალელურ რეჟიმში უშუალოდ გაესაუბრნონ კონფერენციის პანელების მომხსენებლებს და სხვა მონაწილეებს.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაირონ კონფერენციის საიტზე www.ugsp.edu.ge 10 აპრილამდე, 2020. შერჩეულ კანდიდატებთან (40 მონაწილე) შეხვედრა გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში 15 აპრილს, 2020. შერჩეულ კანდიდატებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ ინდივიდუალურად.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი