Summer Fun 2022
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში წლის ყველაზე მხიარული და ენერგიული საზაფხულო ფესტივალი — Summer Fun 2022 გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის შიდა ეზო მრავალფეროვან გასართობ სივრცედ გარდაიქმნა, სადაც სტუდენტებს ელოდათ უამრავი აქტივობა: მაგიდის ჩოგბურთი, გრეხენდბოლი, სხვადასხვა სამაგიდო თამაში და ფოტოჯიხური დაუვიწყარი კადრების შესანახად. საზაფხულო რიტმებმა, ღია ცის ქვეშ მოწყობილმა თამაშებმა და მხიარულმა ატმოსფერომ სტუდენტებს სასწავლო წლის ბოლოს იდეალური განტვირთვისა და დაუვიწყარი მოგონებების დაგროვების შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 1 ივლისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ეზო.