2024 წლის Tbilisi Vis Pre-Moot-ის მე-13 სეზონის ტრენინგ სესიებსა და კონფერენციას საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთი ვილემ ს. ვისის სახელობის კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის პრესტიჟული შეჯიბრის ნაწილია. შეჯიბრი სამართლის მიმართულების სტუდენტებში საერთაშორისო კომერციული ვაჭრობის სამართლისა და არბიტრაჟის სწავლებისა და პრაქტიკის განვითარებას ისახავს მიზნად.
ამ ღონისძიების მასპინძლობა ეხმიანება ჩვენს მისწრაფებას იურიდიულ განათლების მაღალი ხარისხის მხარდასაჭერად. გვსურს მადლობა გადავუხადოთ Arbitration Initiative Georgia (AIG)-ს და U.S. Departments of Commerce Commercial Law Development Program (CLDP)-ს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.