ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


22 June 2026

მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმები - დაჯილდოების ცერემონია

 

 საქართველოს უნივერსიტეტში, 16 ივნისს პროექტ „მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმების’’ დაჯილდოების ცერემონია შედგა. პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თავისუფლების იდეა უფრო ღრმად, მრავალმხრივად და ანალიტიკურად გაეაზრებინათ. 

კონკურსში საქართველოს ხუთი რეგიონის სასკოლო კლუბები და სკოლები მონაწილეობდნენ, ხოლო საკონკურსო ეტაპი 33-მა ვიდეორგოლმა წარმატებით გაიარა. პროექტის ფარგლებში სპეციალურ ნომინაციებში 12 გამარჯვებული დასახელდა, რაც მონაწილეთა მაღალი შემოქმედებითი პოტენციალისა და თავისუფლების ღირებულებებისადმი გააზრებული დამოკიდებულების კიდევ ერთი დასტურია.

 „მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტსა და ამ დღის თითოეულ მონაწილეს, რომელთა გარეშე ეს საზეიმო დღე არ შედგებოდა. ჩემო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ძალა, რომელმაც მსოფლიოს ქართული ხმა უნდა გააგონოს. არასოდეს გაჩუმდეთ, როცა საქმე თქვენს თავისუფლებასა და ქვეყნის მომავალს ეხება.’’ აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ელგა ბახტურიძემ 

ნომინაციაში რეალური ვიდეო - პირველი ადგილის მფლობელები #29 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინო გიორგაძე და თეკლა მაზანაშვილი გახდნენ. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ვიდეო იოველ ქუთათელაძეზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაციის განვითარებაში.’’-განაცხადა ნინო გიორგაძემ

პროექტის დასკვნით ნაწილში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნომინაციამ „ახლო წარსულის გმირები’’, რომელიც მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა. მონაწილეებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს ადამიანების ისტორიები, რომელთა თავდადებამ, შრომამ და სიმტკიცემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი