სიახლეები
1 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურული კონკურსი, "ფოლიო 2025" - ის დაჯილდოებას უმასპინძლა. კონკურსს ცხრა წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში, მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ლიტერატურული წერის უნარების გაძლიერებას, წახალისებას ემსახურება. წლევანდელი საკონკურსო თემის ირგვლივ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის კამპანიას, "დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს უნივერსიტეტი", ეხმიანებოდა, ასობით ნამუშევარი შემოვიდა, რომელთა შორის, გამოვლინდა სამი გამარჯვებული და ერთი, უნივერსიტეტის რჩეული.
დაჯილდოების ცერემონიაზე, ჟიურის მთავარმა წევრმა, არჩილ ქიქოძემ პირადად გადასცა ავტორებს კუთვნილი საჩუქრები და მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა, მიღებული ნაშრომების ირგვლივ.
ფოლიო 2025 - ის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
სამი საპრიზო ადგილის გარდა, საქართველოს უნივერსიტეტმა საკუთარი რჩეული გამოავლინა, რომელიც მარიამ შიუკაშვილი გახდა, ნაშრომი სათაურით "კაფე, პატარა რევოლუცია" იგი საქართველოს უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.
დაჯილდოების ფარგლებში, ყველა მონაწილეს უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები და კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.