2025 წლის 23-25 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი ანა ხურციძე და საჯარო სამართლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი — მონაწილეობდნენ ELFA-ს (The European Law Faculties Association) ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა სოფიაში, ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში.
კონფერენციის თემატიკა ეხმიანებოდა სამართლის განათლების განვითარებას ტრადიციასა და თანამედროვეობას — Legal Education between Traditions and Modernities. ღონისძიება ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებასა და სტუდენტებისა და პროფესორების მობილობას — რაც სამართლის სკოლის ინტერნაციონალიზაციის პროცესს კიდევ უფრო გაძლიერებს.