20 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულთა საბაკალავრო ნაშრომების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელმაც სტუდენტებთან და მათ ხელმძღვანელებთან ერთად - გააერთიანა კერძო ბიზნესს სექტორის და დარგის პრაქტიკოსი წარმომადგენლები, რომელთა წინაშეც ინდივიდუალური და გუნდური პროექტებით წარდგნენ კურსდამთავრებულები.
მსგავსი პრაქტიკული სამუშაო პროცესი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ნაწილია, რაც თავისმხრივ მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი ნაშრომები და დაამყარონ პროფესიული კავშირები, კარიერის საწყისს საფეხურზე. მოწვეული კომპანიების რიგებში იყვნენ:
აღსანიშნავია, რომ კომპანია "ფლუქსი" - ის რიგებს შეუერთდნენ, სტაჟიორების სახით, საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული სტუდენტები: ქეთევან ათოშვილი და ნიკა კირკიტაძე, რაც თავისმხრივ უნივერსიტეტისგან პრაქტიკული გამოცდილების მიღების და შესაძლებლობების გაზიარების მაღალ სტანდარტს უსვამს ხაზს.
კურსდამთავრებულმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს, სხვადასხვა მიმართულებით, რასაც მოჰყვა შინაარსის გავრცობა, საჭიროების წარმოჩენა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების გაზიარება. თავის მხრივ თითეულმა მონაწილემ ინდივიდუალური უკუკავშირი მიიღო მოწვეული სტუმრებისგან. სადიპლომო ნამუშევრები ეხებოდა შემდეგ თემებს:
"მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და ისინი პოტენციურ დამსაქმებლებს წარუდგინონ. მსგავსი ინიციატივები მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს. ვფიქრობ, თითოეულ პროექტს განხორციელების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ შემოქმედებითი ხედვა, არამედ მრავალი პრაქტიკული დეტალის გათვალისწინებაც. მთავარია, სტუდენტებმა ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცენ, საკუთარ იდეებზე მაქსიმალურად იმუშაონ და ამ გამოცდილებით პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპისთვის მოემზადონ“. აღნიშნა გეგა ასტახიშვილი, „აქსისის“ არქიტექტორი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო პრეზენტაცია (Pitching) მომავალ არქიტექტორებს ასწავლის საკუთარი იდეების დაცვას, არგუმენტირებულ მსჯელობას და დამკვეთთან კომუნიკაციას — იმ უნარებს, რაც მათ დიდ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.