24 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სტუდენტური კონკურსის საჯარო პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა მათი პროფესიული უნარების განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და თანამედროვე დიზაინის ინდუსტრიასთან დაახლოებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ახალგაზრდა წყვილის საცხოვრებელი ბინისთვის სანიტარული კვანძის დიზაინის კონცეფციები შეიმუშავეს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თეორიული ცოდნა რეალურ საპროექტო ამოცანაში გამოეყენებინათ და პროექტებზე მუშაობისას თანამედროვე ტექნოლოგიები, ფუნქციური დაგეგმარება და ესთეტიკური გადაწყვეტილებები გაეერთიანებინათ.
პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ მან ერთ სივრცეში გააერთიანა ორი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს უნივერსიტეტი და სამხატვრო აკადემია მსოფლიო დონის ბრენდ Hansgrohe-სა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის, „გალერეა დემასის“ მონაწილეობით. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, რეალურ საბაზრო მოთხოვნებზე, თანამედროვე სანტექნიკურ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროდუქტებზე დაყრდნობით შეექმნათ პროფესიული პროექტები.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა ნამუშევრები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით შეფასდა: ინოვაციურობა და არჩეული სტილისტური კონცეფციის, ორიგინალური გადაწყვეტა; სივრცის ფუნქციური დაგეგმარება; Hansgrohe-ს პროდუქციისა და „გალერეა დემასის“ მასალების ტექნოლოგიური და ესთეტიკური უპირატესობების სწორად ინტეგრირება; ასევე, საპროექტო ნახაზებისა და 3D ვიზუალიზაციის შესრულების ხარისხი.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
სტუდენტების ნამუშევრები შეაფასა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.
ჟიურის წევრები იყვნენ:
საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტისთვის ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიური ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გაეცნონ პროფესიულ სტანდარტებს, იმუშაონ რეალურ საპროექტო ამოცანებზე და სწავლის პერიოდშივე შექმნან პროფესიული პორტფოლიო.
Hansgrohe-სა და „გალერეა დემასის“ ჩართულობამ კონკურსს პრაქტიკული და ინდუსტრიული მნიშვნელობა შესძინა. სანიტარული სივრცის დაპროექტება თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტექნიკურად კომპლექსური მიმართულებაა, რომელიც მოითხოვს ერგონომიკის, წყლის დაზოგვის ტექნოლოგიების, ფუნქციურობისა და ესთეტიკის გათვალისწინებას.
საქართველოს უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტებისა და პარტნიორობების ხელშეწყობას, რომლებიც სტუდენტებს აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნის, პროფესიული განვითარების და პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.