ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


3 August 2026

საქართველოს უნივერსიტეტი შეუერთდა ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების განვითარების მნიშვნელოვან ინიციატივას

 

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — როგორც sSPHERE (Small Countries Public Health Education for Sustainability and Equity) ქსელის ოფიციალურმა წევრმა, უნივერსიტეტმა მილანში გამართულ ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლების ასოციაციის (ASPHER) კონგრესზე მილანის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ეს მნიშვნელოვანი სიახლე ადასტურებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების, კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ევროპულ პროცესში.

მილანის დეკლარაცია აერთიანებს ASPHER-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს (WHO/Europe) და sSPHERE-ის წევრებს საერთო მიზნის გარშემო გააძლიერონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების ხარისხი, მდგრადობა, სამართლიანობა და ლიდერობა ევროპის მცირე სახელმწიფოებსა და მთელ რეგიონში.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ:

  • პროფესორი მერი კოდი, ASPHER-ის პრეზიდენტი;
  • პროფესორი ოლეგ ლოზანი, sSPHERE-ის თავმჯდომარე;
  • დოქტორი ნატაშა აზოპარდი-მუსკატი, WHO/Europe-ის ჯანმრთელობის სისტემებისა და ქვეყნების პოლიტიკის დირექტორი.

საქართველოს უნივერსიტეტისთვის ეს პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მზარდ საერთაშორისო როლს, ევროპულ აკადემიურ სივრცეში აქტიურ ჩართულობას და უმაღლესი ხარისხის განათლებისა და კვლევისადმი ერთგულებას.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი