ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 March 2025
საქართველოს უნივერსიტეტმა და GM PHARMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 

19 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთა სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების განვითარებას.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მხარეთა საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომელიც ერთი მხრივ განავითარებს სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს, მეორე მხრივ კი - გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს. მემორანდუმის გაფორმებით საქართველოს უნივერსიტეტსა და GM PHARMA-ს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის დარგში ინოვაციების დანერგვასა და პროფესიონალების ჩამოყალიბებას.

საქართველოს უნივერსიტეტი და GM PHARMA უზრუნველყოფენ:

სტაჟირების/საწარმოო პრაქტიკისთვის დეტალური პროგრამის მომზადებას და მისი განხორციელების მხარდაჭერას;

სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მენტორინგსა და შეფასების სისტემის დანერგვას;

სტუდენტთა სტაჟირების/სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის, დარგობრივ დისციპლინებში პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების ხელშეწყობას, მათი კვალიფიციის ამაღლებისა და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი