ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


24 September 2021
საქართველოს უნივერსიტეტსა და ვერსალის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტს საფრანგეთის, ვერსალის უნივერსიტეტის პროფესორები ჟილ რუე, სტელა რაიტჩევა, ტიერი კომი და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის CNRS, ასევე კომუნიკაციის მეცნიერებათა ინსტიტუტის ISCC და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჰერმესის“ დამფუძნებელი დომინიკ ვოლტონი, ახალი პარტნიორული უნთიერთობების დასამყარებლად ეწვივნენ.

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ვერსალის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „ევროპული მედია და კომუნიკაციის სწავლებები“. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა მაგისტრატურის პირველ და მეორე კურსზე სტუდენტებმა მიიღონ სპეციალიზირებული განათლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ და სამეცნიერო შესაბამისი სასწავლო კომპონენტების მოცულობით.

სტუდენტებს ყოველდღიურად ექნებათ ევროპული მედიის ეთიკის გამოყენებით, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან მიმართულებით მუშაობის შესაძლბელობა, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას, ისინი სოციალურ მედია პლათფორმაზე განათავსებენ, რომელსაც თავად შექმნიან ბელგიელი ჟურნალისტის გიომ მულაურტის ხელმძღვანელობით. სტუდენტებს ყველა საჭირო პირობა და ტექნიკური აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების მედია სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა დომინიკ ვოლტონმა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, საკუთარი სამეცნიერო ჟურნალის „ჰერმესის“ ფილიალის ექსკლუზიური ქარტიაც მოაყოლა და საქართველოს უნივერსიტეტს ვერსალის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ჟურნალ ჰერმესის მრავალი ეგზემპლარი გადასცა. საქართველოს უნივერსიტეტი შეურეთდება ჟურნალის სამეცნიერო საქმიანობას და მომზადდება სტატიები როგორც ქართველი პროფესორების, ისე სტუდენტების, განსაკუთრებით დოქტორანტების მიერ. ჟურნალი „ჰერმესი“ გვთავაზობს ასევე საკუთარ ელექტრონულ ვერსიას, სადაც ახალი სამაგისტრო პროგრამის „ევროპული მედია და კომუნიკაციის სწავლებები“ სტუდენტები აწარმოებენ ბლოგს საქართველოდან.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი