საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ლელა იმნაძემ, ლუკა ბასილაშვილმა და ლევან კასრაძემ უმაღლესი შეფასებით ჩააბარეს TOLES-ის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდა.
TOLES Legal English Centre Georgia 10 წელია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ფუნქციონირებს და სამართლის სკოლის სტუდენტებს, სამართლებრივ ინგლისურს, TOLES-ის საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამით ასწავლის. გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტი, ყველა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების სამ სტუდენტს TOLES-ის საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკატო გამოცდას სრულად უფინანსებს.