UG Camp 2023
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბაკურიანში 3-დღიანი პროექტი — UG Camp 2023 გაიმართა.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ როგორც შემეცნებით ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, ისე სხვადასხვა ტიპის გასართობ, გუნდურ და სპორტულ აქტივობებში. პროექტმა ხელი შეუწყო სტუდენტებში ახალი უნარების განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას, თანაკურსელების დაახლოებასა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 17 ნოემბერი, 2023.
ადგილი: ბაკურიანი.