ექსკურსია სამხრეთ საქართველოში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემეცნებითი და შთამბეჭდავი ექსკურსია სამხრეთ საქართველოში მოეწყო.
მოგზაურობის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს რეგიონის გამორჩეული ისტორიული და კულტურული ძეგლები: ქვეშის ციხე, ბოლნისის სიონის ტაძარი და წუღრუღაშენის მონასტერი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ თითოეული ძეგლის უნიკალურ არქიტექტურასა და ისტორიულ მნიშვნელობას, გაეცოცხლებინათ საუკუნეების წინანდელი ლეგენდები და გაეტარებინათ შთამბეჭდავი დღე თანაკურსელებთან ერთად.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 14 მაისი.
ადგილი: სამხრეთი საქართველო (ქვეშის ციხე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი).