UG FLEA MARKET 2022
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით, საქართველოს უნივერსიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება UG FLEA MARKET 2022 გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, წარმოედგინათ და გაეყიდათ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები, ხელნაკეთი აქსესუარები, ხელოვნების ნიმუშები და სხვადასხვა ნამუშევარი. ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი სრულად მოხმარდა ქველმოქმედებას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 5 აპრილი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.