UG HALLOWEEN
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე ჯადოსნური და საიდუმლოებით მოცული საღამო — UG HALLOWEEN გაიმართა.
ღონისძიება დატვირთული იყო ენერგიული მუსიკითა და DJ-ს სეტებით, სადაც სტუდენტებს ელოდათ უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი. განსაკუთრებული კოსტიუმებითა და სახასიათო გრიმით მოსულ მონაწილეებს შორის საღამო კიდევ უფრო აზარტული გახადა მთავარმა ინტრიგამ — დღის ბოლოს გამოვლინდნენ HALLOWEEN-ის Night Queen და Night King, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიებამ სრულიად განსხვავებულ, მხიარულ და მისტიკურ ატმოსფეროში ჩაიარა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 31 ოქტომბერი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.