ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 December 2019
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც გაიმარჯვა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში - INADR Mediate’19- International Mediation Competition და გახდა საუკეთესო ადვოკატ-კლიენტის გუნდის ტიტულის მფლობელი. საქართველოს უნივერსიტეტს, როგორც გამარჯვებულ უნივერსიტეტს პრიზად გადაეცა 2020 წელს აშშ-ში მედიაციის საერთაშორისო კონკურსის დაფინანსება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის წევრებმა ასევე აიღეს ორი განსაკუთრებული აღიარების ჯილდო:

· ტოპ ინდივიდუალური მედიატორი;

· საუკეთესო ადვოკატ-კლიენტის წყვილი.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს წარმოადგენდნენ სტუდენტები: ენრი აბულაძე, მარიამ ფირცხალაიშვილი, ირაკლი ბიწკინაშვილი და მარი შარაძე. გუნდის მწვრთნელები იყვნენ ნატა სტურუა- სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ანა ხურციძე- სამართლის სკოლის დირექტორი .

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა ისტორია დაწერა, სამართლის სკოლისთვის, უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის.

სამართლის სკოლების საერთაშორისო მედიაციის ტურნირი INADR - International Law School Mediation Competition ყოველწლიურად ტარდება აშშ -ში და ევროპაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სამართლის სკოლები იღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას სამართლის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გუნდებს მთელი წლის განმავლობაში პროფესიონალები აქტიურად ამზადებენ. სტუდენტების შრომა და მომზადება განაპირობებს იმას, რომ სკოლა არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით ასპარეზობს.

ყოველწლიურად უნივერსიტეტი სამართლის სკოლის დაახლოებით 8 საერთაშორისო კონკურსს სრულად აფინანსებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი