ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


21 May 2021
UG Science კლუბი EUPHA კვირეულის ფარგლებში

ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების კლუბმა ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლასთან ერთად ღონისძებების სერია გამართა.

18 მაისს ჩატარდა სემინარი თემაზე მენტალური ჯანმრთელობა და კოვიდ-19.
 
სემინარს წარუძღვა საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქოლოგი ნინო აროშიძე. ქალბატონმა ნინომ ყურადღება გაამახვილა პანდემიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზევე დეპრესიის, მავნე ნივთიერებათა მოხმარების და პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომების (PTSD) შემთხვევათა მკვეთრი მატების ტენდენციაზე, ასევე სტრესსა და შფოთზე, რომელმაც დისტანციური სწავლების დროს ბავშვებსა და მოზარდებზე დიდი გავლენა იქონია.
ვებინარის დროს გამოყენებული იქნა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ UG სკოლაში მომზადებული ფოტო და ვიდეო მასალა. გაიმართა დისკუსია.
 
19 მაისს, EUPHA კვირეულის ფარგლებში, UG Science Club-ის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და მოხალისეებთან ერთად დაასუფთავეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი.
 
ღონისძებათა სერია 20 მაისს სემინარით თემაზე “ნარჩენების მართვის შესაძლებლობები და გამოწვევები" დაიხურა.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი