Ugeneration-ის დებიუტი — განტვირთვა ფინალურებამდე
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში ფინალურ გამოცდებამდე განტვირთვისა და ენერგიით დამუხტვის მიზნით, უნივერსიტეტის ბენდის — „Ugeneration“-ის სადებიუტო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება IV სართულის ვერანდაზე მოეწყო, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით, სასიამოვნო გარემოთი და შეექმნათ დაუვიწყარი მოგონებები. ბენდის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ საღამოს მუსიკალური რიტმი DJ დათო ნოზაძემ გააგრძელა, რამაც შეკრებილებს განსაკუთრებული წინასაგამოცდო განწყობა შექმნა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 15 ივნისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV სართულის ვერანდა