სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ Unimate პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე აქტიურია.
უნიმეითი არის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, რომელიც UG Start Up Factory- ის პრე-აქსელერაციის გამარჯვებული გუნდის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა.
პლატფორმის მიზანია, სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა იპოვონ საერთო ინტერესები, დაესწრონ ღონისძიებებს, ჩაერთონ თემატურ ჯგუფებში, გაიცნონ ახალი მეგობრები და განვითარდნენ პროფესიულად.
პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია:
● პერსონალური პროფილის შექმნა
● თემატური და საუნივერსიტეტო ქომუნითების ძიება
● ღონისძიებების ნახვა და მონაწილეობა
● ჩატი და სიახლეების ფიდი
პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა სტუდენტური ელექტრონული ფოსტა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების საერთო სივრცეში გაერთიანებას.